რეზონანსი
(04.02.2026)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე. სოფელ ჩუმლაყთან ერთმანეთს "მერსედესისა" და "ფიატის" მარკის ავტომობილები შეეჯახა.
დაშავდა რამდენიმე ადამიანი. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავარიის სავარაუდო მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



