რეზონანსი
(04.02.2026)

ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი უამინდობაა. წვიმასა და თოვლს თან ერთვის ძლიერი ქარი. როდიდან გაუმჯობესდება ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით - კვირის პროგნოზის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა საუბრობს.

„4 თებერვალს, დღის ბოლოს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს. 5-ში ღამე ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცემა. რასაც ვერ ვიტყვით შავი ზღვის სანაპიროზე. ბათუმსა და ფოთში +2-3 გრადუსი იქნება, ხოლო მაღალმთიან რაიონებში ყინვა გაძლიერდება. 

5-ში დღისით ტემპერატურა მატებას დაიწყებს და შენარჩუნდება 18-19 გრადუსი 7 თებერვლის ჩათვლით. ამ დროისთვის ჩადგება აღმოსავლეთ საქართველოშიც ძლიერი ქარი. შემდეგ 8-ში შესაძლებელია ისევ არამდგრადი დღეები დაიწყოს“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე