რეზონანსი
(04.02.2026)

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კრემლი ამჟამად ვლადიმერ პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარს არ გეგმავს.
პესკოვმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი და რუსეთი „სამუშაო“ დონეზე ინარჩუნებენ კონტაქტებს, თუმცა სატელეფონო საუბრის კონკრეტული გეგმები ჯერ არ არსებობს.
მისივე თქმით, მოსკოვსა და პარიზს შორის სამუშაო ურთიერთობებშi „აღსანიშნავი“ არაფერი არ არის.
ცნობისთვის, 3 თებერვალს ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან დიალოგის განახლება „მზადების ეტაპზეა“. მისივე თქმით, დისკუსიები ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



