რეზონანსი
(05.02.2026)

რუსთავის ბაღში თანამშრომელი მოულოდნელად გარდაიცვალა. "ინფო რუსთავის" ცნობით, ჭყონდიდელის დასახლებაში, ბაღის თანაშრომელმა, 35 წლის მირანდა ჯალაღანიამ ბავშვებთან გაკვეთილი ჩაატარა, ჯგუფიდან გამოვიდა, დერეფანში მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
მირანდა აღნიშნულ ბაღში 8 წელი მუშაობდა. მას 3 შვილი დარჩა.
"ინფო რუსთავი"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



