რეზონანსი
(06.02.2026)

მორიგი მასშტაბური ავარია მოხდა ამ დილით თბილისში. გლდანის ხიდებთან ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. "რეზონანსის" ინფორმაციით, სულ 6 მანქანა დაიმტვრა, რამაც გზაზე დიდი საცობი გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულებს ადგილზე გაეწია დახმარება, ზოგიერთი მათგანი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



