რეზონანსი
(07.02.2026)

ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები და გასული 5 წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, საქართველოს აქვს ჩამოყალიბებული სათანადო გარემო ეკონომიკური აქტივობებისთვის.

„9.3% საშუალო ეკონომიკური ზრდა 5 წლის მანძილზე არ ჰქონია არცერთ სხვა ევროპულ ქვეყანას. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ საქართველო ინარჩუნებს მაღალ პოზიციებს ასეთ რეიტინგებში“, - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე