რეზონანსი
(08.02.2026)

 მესტიის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ბარჯაშში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე (სოფ. ბარჯაში) კლდის ნაწილი ჩამოიშალა.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მოძრაობის მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები", - აღნიშნულია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე