რეზონანსი
(09.02.2026)

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო მუზეუმის დაცვის თანამშრომლს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული - ამის შესახებ ადგილობრივი მედია "სამხრეთის კარიპჭე" წერს. 

ახალციხის ციხის ტერიტორია ამ დროისთვის დაკეტილია. 

„დღეს ციხის ტერიტორია დაიკეტა, აღარ იღებს დამთვალიერებლებს, რადგან საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს“,- აცხადებენ ახალციხის ციხის პრეს-სამსახურში.

დაცვის თანამშრომელი გარდაცვლილი დაახლოებით 09:00 საათამდე იპოვეს. გამოცემა წერს, რომ თავდაპირველად, ციხის ტერიტორია დამთვალიერებლებისთვის ღია იყო. მოგვიანებით, რაც თემით მედია დაინტერესდა, დაკეტეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ პირველადი ინფორმაციით, თ.ო–მ სამსახურებრივი  მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე