რეზონანსი
(09.02.2026)

მეტროსადგურ "სადგურის მოედანზე" მცირეწლოვანმა ესკალატორზე ფეხი დაიზიანა - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასრტურებენ.

მათივე ცნობით, ინციდენტის დროს მყისიერად მოხდა ესკალატორის გაჩერება და მცირეწლოვანს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

მათივე ინფორმაციით, ინციდენტი ესკალატორის გაუმართაობას არ უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე