რეზონანსი
(10.02.2026)

სწრაფი კვების ქსელმა "მაკდონალდსმა" , რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყნიდან გასვლა გადაწყვიტა, რუსეთში ამავე სახელწოდების სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა, - ამის შესახებ რუსული მედია როსპატენტის (რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების) მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით იტყობინება.

სააგენტოს დოკუმენტების თანახმად, კომპანიამ განაცხადი 2024 წლის დეკემბერში შეიტანა. როსპატენტმა სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია 2026 წელს გადაწყვიტა.

"მაკდონალდსის" სავაჭრო ნიშანი რუსეთში შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკვები პროდუქტების, მზა კერძებისა და სასმელების, ასევე სათამაშოებისა და ჭურჭლის გასაყიდად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე