რეზონანსი
(10.02.2026)

 ქვეყანა, რომელსაც მშვიდობის ჭეშმარიტი ფასი ესმის და მთავრობა, რომელმაც ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა საკუთარი პოლიტიკის ქვაკუთხედად აქცია - მაკა ბოჭორიშვილის მიმართვას ბუდაპეშტის გლობალური დიალოგის კონფერენციაზე აპლოდისმენტები მოჰყვა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ავტორიტეტული პლატფორმა მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოსთვის ოფიციალური თბილისის გამოცდილების გასაზიარებლად გამოიყენა. ბოჭორიშვილმა, ისაუბრა მძიმე წარსულზე და იმ შედეგებზე, რაც ქვეყანას ომმა მოუტანა.

აქცენტი გაკეთდა ცალკეული აქტორების მხრიდან თბილისის შიდა საქმეებში ჩარევის მუდმივ მცდელობაზე და ცილისმწამებლურ კამპანიაზე, რასაც ხელისუფლება სიმართლით პასუხობს. ორდღიანი ვიზიტი - დატვირთული იყო უმაღლესი დონის შეხვედრებითაც. ბოჭორიშვილმა ყველგან საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე