რეზონანსი
(10.02.2026)

 სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 31 და 39 წლის მამაკაცები დაშავდნენ.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამტრედიის „ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტებს ამ წუთებში უტარდებათ შესაბამისი კვლევები, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე