რეზონანსი
(11.02.2026)

რუსთავის ავტობაზრობაზე ავარია მოხდა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, ტესტირების დროს ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ავტომობილი დაიმტვრა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, თუმცა არავინ დაშავებულა.
ავარიის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.
ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



