რეზონანსი
(11.02.2026)

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, რომ თებერვალში არჩევნები გამოაცხადოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ზელენსკი არჩევნების თარიღს 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეოთხე წლისთავზე გამოაცხადებს.

სავარაუდოდ, არჩევნები მაისში ჩატარდება. ზელენსკი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს და ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებულ რეფერენდუმს დანიშნავს.

ქვეყნის მეთაურის არჩევის პარალელურად უკრაინელებს მოუწევთ გადაწყვიტონ, ეთანხმებიან თუ არა აშშ-ისა და ევროპელების ჩართვით შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე