რეზონანსი
(11.02.2026)

ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი საპოლიციო დანაყოფები საკმაოდ დიდ რესურსს დებენ და ბევრ საქმეს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ნარკოდანაშაულთან ბრძოლაზე საუბრისას.
მისივე თქმით, სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები აქვს.
"საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს ამ მიმართულებით და შედეგები საკმაოდ კარგი გვქონდა 2025 წელს, ამას სტატისტიკაც ადასტურებს", - აღნიშნა გეკა გელაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



