რეზონანსი
(11.02.2026)

ამერიკის საელჩო მდინარაძის შტატებში ვიზიტზე განმარტებას აკეთებს - როგორც "რადიო თავისუფლებას" საელჩოდან უპასუხეს, სუსის უფროსს აშშ-ში "სტანდარტული, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ". 

აშშ-ის ოფიციალური პირები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე ორიენტირებული სტანდარტული, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ“ — უპასუხა საქართველოში აშშ-ის საელჩომ „რადიო თავისუფლებას“.

როგორც გამოცემა წერს, საელჩო არ აზუსტებს შეხვედრის მონაწილეთა ვინაობას.

სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახურმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც მდინარაძის აშშ-ში 4 დღიან ვიზიტზე იყო საუბარი. განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ ვის შეხვდა სუს-ის ხელმძღვანელი. უწყებას არც შეხვედრის რაიმე დამადასტურებელი ფოტო არ გაუვრცელებია. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე