რეზონანსი
(11.02.2026)

ვარშავის პოლიციის თანამშრომლებმა, კონტრტერორისტულ სამსახურთან თანამშრომლობით, საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს იყო ლიეტუვის სასამართლო სისტემის მიერ ინიციირებული მასშტაბური ოპერაცია, რომელმაც მის ქვეყანაში ძებნილი ერთ-ერთი ქართველის დაკავების ორდერი გასცა.

პოლონური მედია წერს, რომ, ძებნილ ქართველთან ერთად, ოფიცრებმა მისი კიდევ სამი თანამემამულე დააკავეს. სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები პოლონეთში მათი ყოფნის კანონიერებას ამოწმებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე