რეზონანსი
(13.02.2026)

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 597.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.2 პროცენტით ნაკლებია.
აქედან, ექსპორტი 480.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 19.0 პროცენტით, ხოლო იმპორტი 1 117.0 მლნ. აშშ დოლარი - კლებამ 34.5 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარში 636.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.9 პროცენტია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



