რეზონანსი
(13.02.2026)

სომხეთი ირანთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„შეთანხმებას მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისთავნავე მოეწერება ხელი. კონკრეტული ვადები არ არსებობს, გაზაფხული თუ შემოდგომა“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მანამდე სომხეთში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ხალილ შირგოლამიმ განაცხადა, რომ წელს, თეირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის დროს ირანსა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ყოვლისმომცველი დოკუმენტის ხელმოწერა იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე