რეზონანსი
(13.02.2026)

31 წლის ქართველი ემიგრანტი ავარიაში დაიღუპა - შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ინდიანას შტატში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ავტომობილი მთლიანად დამწვარია, რაც სავარაუდოდ ძლიერი შეჯახებისა და შემდგომი ხანძრის შედეგია. როგორც კომენტარებიდან ირკვევა, ახალგაზრდა კაცი ვანის რაიონის მკვიდრი იყო.

ოფიციალური უწყებების მიერ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ მომხდარის მიზეზებისა და გარემოებების შესასწავლად მიმდინარეობს გამოძიება.

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე