რეზონანსი
(14.02.2026)

ავიაკომპანია Jet2-ის ბორტზე, რომელიც თურქეთიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით მიფრინავდა, მგზავრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც რეისის გადამისამართება გახდა საჭირო. Fox News-ის ცნობით, რეისი, რომელიც ანტალიიდან მანჩესტერში მიფრინავდა, ბელგიაში გადამისამართდა მას შემდეგ, მგზავრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა.
„ორივე მათგანი პოლიციამ ბრიუსელში ჩამოსვა და რეისი მანჩესტერის მიმართულებით გაგრძელდა“, - აცხადებს ავიაკომპანია.
ჩხუბის დაწყების სავარაუდო მიზეზი, ერთ-ერთი მგზავრის მხრიდან რასისტული გამონათქვამები გახდა. ავიაკომპანია Jet2-მა დაადასტურა, რომ ორივე მგზავრი იმ პირების სიაში შეიყვანეს, რომლებსაც ფრენა ეკრძალებათ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



