რეზონანსი
(14.02.2026)

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, გიგანტურ სლალომში საქართველოს ნაკრების წევრმა, ლუკა ბუჩუკურმა იასპარეზა.

პირველი დააშვებისას, ქართველი სპორტსმენის დრო 1:28.21 იყო, მეორე დაშვებისას კი - 1:20.57 (ორი გამოსვლის ჯამში - 2:48.78) და მან ოლიმპიადაზე გამოსვლა 56-ე ადგილზე დაასრულა.

გიგანტურ სლალომში ოლიმპიური ჩემპიონი ბრზილიელი ლუკას პინეირუ ბრაატენი გახდა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები კი შვეიცარიელებმა, მარკო ოდერმატმა და ლიოკ მელარმა მოიპოვეს.

15 თებერვალს, გიგანტურ სლოლომში კიდევ ერთი ქართველი, ნინო წიკლაური გამოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე