რეზონანსი
(16.02.2026)

ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში მედლებისთვის ბრძოლაში ჩაერთო ქართული წყვილი – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა. მათ სპორტულ ცეკვებში მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე წარმოადგინეს და მსაჯებისგან 75.46 ქულა დაიმსახურეს.
ბერულავა-მეტელკინას წყვილი თავისუფალ პროგრამას 16 თებერვალს წარმოადგენს. სწორედ აქ გაირკვევა მოიპოვებს თუ არა საქართველოსთვის პირველ, ისტორიულ მედალს ზამთრის ოლიმპიადებზე. შეჯიბრება თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



