რეზონანსი
(16.02.2026)

აქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებული ბ.ე. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
„სამართალდამცველებმა ე.გ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



