რეზონანსი
(16.02.2026)

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. აჭარა თიმსის ინფორმაციით, შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. დაშავებულია №13 მუნიციპალური ავტობუსის მძღოლი, რომელიც განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

გამოცემა წერს, რომ ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მძღოლმა გაჩერებიდან მოძრაობის განახლება დააპირა. მძღოლის თქმით, რამდენიმე მოქალაქემ ავტობუსის კარის გახსნა ხელახლა მოითხოვა, რასაც სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

შსს-ში განაცხადეს რომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე