რეზონანსი
(16.02.2026)

ქობულეთში, ერთ-ერთ კერძო სკოლაში არასრულწლოვანმა მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა.  „აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, მოსწავლე ბულინგის მსვერპლია, რის გამოც მან თვითმკვლელობა სცადა.

თვითმხილველების ცნობით, ინციდენტი სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციელები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

ფაქტი სკოლის ადმინისტრაციაში „აჭარა თაიმსს" დაუდასტურეს. მათი განმარტებით, მომხდარის მიზეზებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ. მათივე ინფორმაციით, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფაქტზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: „აჭარა თაიმსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე