რეზონანსი
(17.02.2026)

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოლიმპიური ტიტულის პარალელურად, საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯილდო გადაეცემათ. ვერცხლის მედლისთვის განსაზღვრულია ნახევარი მილიონი ლარი.
"გამომდინარე იქიდან, რომ მთელი საქართველო ელოდებოდა ჩვენგან მედალს, ბევრად უფრო საპასუხისმგებლო და ძალიან ემოციური იყო ეს ოლიმპიური თამაშები ჩვენთვის. ბედნიერი ვარ, რომ, უფლის წყალობით, საქართველოს აქვს პირველი ოლიმპიური მედალი ზამთრის სახეობების ისტორიაში", - აცხადებს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



