რეზონანსი
(17.02.2026)

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დღეს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ორდღიანი მოლაპარაკებები იწყება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დისკუსიების მეორე რაუნდი კვლავაც ომანის შუამავლობით გაიმართება, თუმცა უკვე ცნობილია რომ მასში ირიბად მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც მიიღებს. აღნიშნულის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჟურნალისტებს თვითმფრინავის ბორტზე განუცხადა.
ჟენევაში უკვე იმყოფება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი, რომელმაც საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) გენერალურ დირექტორთან, რაფაელ გროსისთან გამართა მოლაპარაკებები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



