რეზონანსი
(17.02.2026)

ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა, იზა ომა­ძე პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ უახ­ლეს კად­რებს და საქ­მის ახალ გა­რე­მო­ე­ბებს ეხ­მი­ა­ნე­ბა. ცოტა ხნის წინ, თბი­ლი­სის პრო­კუ­რორ­მა, გი­ორ­გი მი­ქა­ი­ამ ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა, სა­დაც გა­ნა­ცხა­და, რომ ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნი­ლია. 

მისი თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რა ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით, ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ფაქ­ტზე გუ­რამ კა­კუ­ლი­ას, და­ვით კა­კუ­ლი­ას და ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნი­ას ბრალ­დე­ბას წა­რუდ­გენს. აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბას რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა იზა ომა­ძე.

„მად­ლო­ბა ღმერ­თს და თქვენ ჩემო მე­გობ­რე­ბო, არ ავჩ­ქარ­დეთ, ჩემ­თვის ახა­ლი არა­ფე­რია, ხუთი წე­ლია, ამას ვი­თხოვ! ყვე­ლა­ფერს მო­გიყ­ვე­ბით დაწ­ვრი­ლე­ბით!“, - დაწერა იზა ომა­ძემ.

მალევე კვარაცხელიას დედამ ბუსა ჟვანიას დედას, ნინო ჟვანიას ტელეეთერის საშუალებით მიმართა და მისი დაპირება შეახსენა. 

"მისმა დედამ ასეთი პირობა მომცა, თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი აღმოჩნდება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურასო, საინტერესოა დღეს რას გვეტყვის მისი დედა", - თქვა იზა ომაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე