რეზონანსი
(17.02.2026)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, რა საქმეზე მიმდინარეობს უწყებაში საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის გამოკითხვა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, „ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით“.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი ვიცე - პრემიერი, ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე ამ წუთებში იმყოფებიან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



