რეზონანსი
(17.02.2026)

ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და „რუსთავი 2“- ის ეთერში გამართულ დებატებს ეხმაურება.

„დააგვიანეს. მშვიდობა შევინარჩუნეთ. ახლა ვლაპარაკობთ ეროვნულ ინტერესზე. ოპოზიცია კი ისევ ბრიუსელის წინაშე ცალ ფეხზე დგომისკენ მოგვიწოდებს.

გამოიცანით, რა მოხდება 4 წლის თავზე…“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე