რეზონანსი
(18.02.2026)

თბილისის საქალაქო სასამართლსთან მომხდარი დაპირისპირების ფატზე პოლიციამ ჯამში 15 პირი დააკავა - ინფორმაციას  შსს-ში ადასტურებენ. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ხელჩართული ჩხუბი იყო სასამართლოსთან, სადაც ერთმანეთს ფიზიკურად მოკლული ლევან ჯანგველაძის და ძმებ მიქაძეების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. 

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 

ჩხუბს ჯანგველაძის და მიქაძეების მხარდამჭერებს შორის გუშინაც ჰქონდა ადგილი პირდაპირ სასამართლოს ეზოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე