რეზონანსი
(21.02.2026)

ტრაგედია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში - გარდაიცვალნენ მამა-შვილი ჯუმბერ და ირაკლი ჯალაღონიები.
გავრცელებული ინფორმაციით, მამა ავადმყოფობდა, მეორე დღეს კი შვილი გარდაიცვალა.
"მამა ავადმყოფობდა. მეორე დღეს მოულოდნელად შვილი მკვდარი იპოვეს. ვერ გაიღვიძა."
“სოფელში უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს… ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია… გარდაცვლილები- ჯუმბერ და ირაკლი ჯალაღონიები არიან,“ – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმაც დაუდასტურა.
როგორც ნესტან ქარჩავა ამბობს, ჯერ მამა დაიღუპა, დღეს კი – შვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



