რეზონანსი
(21.02.2026)

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის მონაწილეობის გარეშე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში მშვიდობა ვერ დამყარდება.

უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ევროპელებს ახლა მშვიდობის დამყარება არ შეუძლიათ და ისინი ცეცხლს ეთამაშებიან.

„ამერიკის მონაწილეობის გარეშე, რუსეთ-უკრაინის ომში რეალური მშვიდობა ვერ დამყარდება. სამწუხაროდ, ბრიუსელელი ევროპელები ახლა მშვიდობასთან ვერ გვაახლოებენ და ამის ნაცვლად, ცეცხლს ეთამაშებიან“, - დაწერა ორბანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე