რეზონანსი
(23.02.2026)

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა "საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების" მუხლებით მათი პატიმრობაში ყოფნის პერიოდში დაიწყო. პროცესები 24 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ ვადამ 2 თვით გადაიწია. 

ე.წ საბოტაჟის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს მილიონ-მილიონლარიანი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს კი 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე