რეზონანსი
(23.02.2026)

ახალგაზრდების და სკოლის მოსწავლეების ჯგუფურად წამების გამოყოფილ საქმეზე შესაძლოა, დაკავებულთა წრე გაიზარდოს.

განცხადება ამის შესახებ დღეს საქალაქო სასამართლოში პროკურორმა გააკეთა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე 14 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელეს. თოთხმეტივე მათგანი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. 

დღეს ადვოკატთა ნაწილმა გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ერთ-ერთი ბრალდებულის, მოქმედი სამხედროს ინტერესების დამცველმა კი სასამართლოს შესთავაზა, პირი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს არასრულწლოვანი იყო, სამხედრო სარდლობის მეთვალყურეობის ქვეშ გადაეცათ. ეს მოთხოვნაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე