რეზონანსი
(24.02.2026)

ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს, ტაქსი და ბავშვთა სასწრაფო დახმარების ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების 2 და სამაშველო სამსახურის ბრიგადა.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე