რეზონანსი
(26.02.2026)

აშშ-ის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მინესოტის შტატისთვის ჯანდაცვის დაფინანსების ნაწილი შეაჩეროს, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.

„დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება Medicaid-ის ფონდიდან მინესოტის შტატისთვის განკუთვნილი თანხის გამოყოფის შეჩერების შესახებ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ მინესოტა სერიოზულად შეასრულებს ვალდებულებებს ამერიკელი ხალხის გადასახადების რაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვენსმა.

ცნობისთვის, მინესოტის შტატი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრის ბოლოს მოექცა, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკანონო მიგრაციასთან საბრძოლველად ქალაქ მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) 3 000 შეიარაღებული აგენტი გააგზავნა. რეიდის დროს სამართალდამცველებმა ორი ადამიანი მოკლეს. თებერვალში ტრამპმა ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე