რეზონანსი
(27.02.2026)

ქუთაისში, ტაქსის მძღოლის ჯგუფურად ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. დაკავებულები ბაღდათის მცხოვრებლები არიან.
დაპირისპირების ზუსტი მოტივი უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, ბრალდებულებსა და ტაქსის მძღოლს შორის ფიზიკური დაპირისპირება უფულოდ მგზავრობას მოჰყვა.
წყარო "ინფო იმერეთს" უყვება, რომ ორი პირის დაკავება გუშინვე მოხდა, ერთი კი მიმალვაში იყო და ის დღეს დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
წყარო: ინფო იმერეთი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



