რეზონანსი
(27.02.2026)

„საქტატის“ ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2026 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.9% შეადგინა.

მათივე ცნობით, 2026 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები.

„საქსტატის“ მონაცემებით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ვაჭრობის სექტორში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე