რეზონანსი
(27.02.2026)

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უმაღლეს სასამართლოს მოუწოდა, შეერთებულ შტატებში მცხოვრებ 6 000-მდე სირიელს დეპორტაციისგან დაცვის მექანიზმი გაუუქმოს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ამერიკის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ სირიელებისთვის დროებითი დაცვის სტატუსი დასრულდება.
როგორც ნოემმა აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სიტუაცია აღარ აკმაყოფილებს შეიარაღებული კონფლიქტის კრიტერიუმებს და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებულ სირიის მოქალაქეებს საფრთხე აღარ ემუქრება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



