რეზონანსი
(28.02.2026)

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბალისტიკური რაკეტების ნამსხვრევებს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავს, რომ ქვეყანა „ირანის ბალისტიკური რაკეტების მონაწილეობით აშკარა თავდასხმის“ მსხვერპლი გახდა.
„არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემები რაკეტებს მაღალი ეფექტურობით გაუმკლავდნენ და წარმატებით მოიგერიეს რამდენიმე რაკეტა“, - აღნიშნავს სამინისტრო.
სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ნამსხვრევები აბუ დაბის საცხოვრებელ უბანს დაეცა, რამაც გარკვეული მატერიალური ზიანი მიაყენა და ერთი მოქალაქე იმსხვერპლა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



