რეზონანსი
(28.02.2026)

აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად სამხრეთ ირანში მდებარე სკოლაში 40 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას „ასოშიეიტედ პრესი“, ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ცნობით, ჰორმაზაგანის პროვინციის ქალაქ მინაბში მდებარე გოგონების სკოლაზე დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-ს აღწევს. ასევე, დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 45 ადამიანი დაშავდა.
„ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, ქალაქ მინაბში, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ბაზა აქვს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



