რეზონანსი
(28.02.2026)

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

ცეცხლი ორსართულიან შენობას გაუჩნდა, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობდა.

ორივე მათგანმა შენობის დატოვება დროულად შეძლო.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი სწრაფად გავრცელდა და საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ოჯახმა ვერ მოახერხა. 

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე