რეზონანსი
(02.03.2026)

ქუვეითში აშშ-ის საელჩოს ირანული რაკეტა მოხვდა. ინფორმაციას X-ზე AFP ავრცელებს.

ქუვეითში აშშ-ის დიპლომატიური მისია მოქალაქეებს მოუწოდებს, საელჩოს შენობაში არ მივიდნენ, დარჩნენ თავშესაფარში და შემდგომი შესაძლო იერიშების შემთხვევაში შეინარჩუნონ სიფხიზლე. საელჩოს პერსონალი თავშესაფარში გადაიყვანეს.

„არ მიხვიდეთ საელჩოში. გადაადგილდით თქვენი საცხოვრებლის ყველაზე დაბალ სართულზე, ფანჯრებისგან მოშორებით. გარეთ არ გახვიდეთ“, – ნათქვამია ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინსტრუქციაში.

საელჩო ასევე მოუწოდებს ქუვეითში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, ხმამაღალი აფეთქების ან სირენის გაგონების შემთხვევაში დაუყოვნებლივ თავშესაფარი გადავიდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე