რეზონანსი
(02.03.2026)

პენტაგონში და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრს შორის კვირას გაღრმავდა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ირანთან კონფლიქტი შესაძლოა უკონტროლოდ განვითარდეს, - წერს Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით.

„განწყობა დაძაბული და პარანოიდალურია“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა.

უმაღლეს ხელმძღვანელობაში არსებობს შიში, რომ საომარი მოქმედებები კვირების განმავლობაში გაგრძელდება, რაც აშშ-ის შეზღუდულ საჰაერო თავდაცვის მარაგებზე წნეხს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

„არსებობს შეშფოთება, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე დღეზე მეტხანს გაგრძელდება. არ მგონია, ხალხმა ბოლომდე გაიაზრა, თუ რა გავლენა აქვს ამან მარაგებზე“, - განაცხადა სხვა წყარომ და აღნიშნა, რომ შემომავალი რაკეტის გასანეიტრალებლად ხშირად ორი ან სამი საჰაერო თავდაცვის დამჭერი რაკეტა არის საჭირო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე