რეზონანსი
(06.03.2026)

ვარკეთილში მდებარე სასტუმრო „ნინა“ ერთ-ერთია იმ ლოკაციებს შორის, სადაც სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. სწორედ ამ სასტუმროს იყენებდა დროებით საცხოვრებელ ადგილად ნარკოტიკების უკანონო შემოტანისა და რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული მოლდოვის 2 მოქალაქე.

გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებები საგანგებოდ იყო გადამალული, როგორც სასტუმროს ნომერში, ისე ველოსიპედში, რომელსაც 43 და 45 წლის მამაკაცები ქალაქში გადადგილების მიზნით იყენებდნენ. დაკავებულთაგან ერთ-ერთი დანაშაულს არ აღიარებს და ხელს მის მეგობარს ადებს.

დანაშაულს უარყოფს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეც. გამოძიების ინფორმაციით, 38 წლის ქალმა დიდი ოდენობით აკრძალული ნივთიერება უცხოეთიდან გამოიწერა, თუმცა ფაქტი ცნობილი გახდა კრიმინალური პოლიციისთვის. სამართალდამცველებმა ამანათი შეცვალეს, ქალი კი შეკვეთის აღების მომენტში დააკავეს. ბრალდებულის ოჯახი მომხდარზე არ საუბრობს, ადვოკატი კი ამბობს, რომ 38 წლის ქალი გარემოებების მსხვერპლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე