რეზონანსი
(07.03.2026)

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული გლობალური დეფიციტის ფონზე, აშშ არ გამორიცხავს რუსულ ნავთობზე დაწესებული გარკვეული შეზღუდვების დროებით შეჩერებას. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენ პორტუგალი“ ავრცელებს.
ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა „ფოქს ბიზნესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ბესენტის თქმით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის დროებითი სიმცირე ვაშინგტონს აიძულებს, გადახედოს სანქციების პოლიტიკას ენერგორესურსების მიმართულებით, რათა თავიდან იყოს აცილებული ეკონომიკური რყევები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



