„წითელი ნახევარმთვარის“ მონაცემებით, ირანში 9 600-ზე მეტი საცხოვრებელი და კომერციული შენობა დაზიანდა
რეზონანსი
(08.03.2026)

ირანის „წითელი ნახევარმთვარის“ ცნობით, აშშ-სა და ისრაელის ბოლოდროინდელი საჰაერო დარტყმების შედეგად, ქვეყანაში სულ მცირე 9 669 სამოქალაქო ნაგებობა დაზიანდა, მათ შორის, საცხოვრებელი და კომერციული შენობები. ინფორმაციას ABC NEWS-ი ავრცელებს.
IRCS-ის მიერ X-ზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, დაზიანებული ან დანგრეული ქონების საერთო რაოდენობა მოიცავს მინიმუმ 7 943 საცხოვრებელ შენობას, 32 სამედიცინო და ფარმაცევტულ ცენტრს, 65 სკოლასა და საგანმანათლებლო ცენტრს და 1 617 კომერციულ შენობას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



