რეზონანსი
(08.03.2026)

დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა კირ სტარმერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

დიდი ბრიტანეტის პრემიერ-მინისტრის ოფისის პრესსპიკერის განცხადებით, მათ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.

განცხადების თანახმად, საკითხი მოიცავდა „საჰაერო ძალების ბაზების გამოყენებას რეგიონში პარტნიორების კოლექტიური თავდაცვის მხარდასაჭერად".

„პრემიერ-მინისტრმა ასევე გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს ექვსი ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის გამო", - დასძენს პრესსპიკერი.

ბრიტანული მედიის თანახმად, საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთი აშშ-ის " ოდესღაც დიდ მოკავშირედ" მოიხსენია და სტარმერს მიმართა, რომ „ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ომებში უკვე გამარჯვების შემდეგ ერთვებიან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე